ქართული ოცნების დეპუტატი, დიმიტრი სამხარაძე Facebook-ზე მუქარის შემცველ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც წერს, "დაგჭმუჭნით კოლექტიურო მეგისებო, გამოთინეიჯერებულო ჯაფარებო, ფაშისტო ჯაშუშო ლომჯარია."
სამხარაძე მის პოსტში გახარიასაც ახსენებს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელს სიძულვილის ენის გასავრცელებლად იყენებს. ის ცნობილია თავისი შეურაცხმყოფელი პოსტებით ოპონენტების მიმართ. 2022 წლის 3 ივლისს პარტიის ოფისთან მისულ აქციის მონაწილეებს სამხარაძემ აგინა. გინების ვიდეო მან Facebook-ზე დადო, მოგვიანებით კი წაშალა. მანამდე მან დაწერა: "10 კაცი ვართ ოფისში! გელოდებით დორბლიანის მონებს".